107 წელი პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან - საქართველო ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულისთვის ემზადება. ჩვენი ქვეყანა ხვალ მთავარ მონაპოვარს - დამოუკიდებლობას აღნიშნავს.
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღის მთავარ ღონისძიებამდე რამდენიმე საათი რჩება. ქვეყნის ცენტრალურ მოედანზე განსაკუთრებული სამზადისია, უკვე გაიმართა ფიცის დადების ცერემონიის გენერალური რეპეტიცია. ასობით რეკრუტი მზადაა, რომ ქვეყნისა და ერის წინაშე ფიცი დადოს.
ავტორი: ანუკა ბუავა