09 აგვისტო 2026,   22:11
ვრცლად
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის ლეჩური-ომალოს მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გარდა სხვა ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დღის ამბები