საქართველოს დამოუკიდებლობის დრეს ქვეყნის რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ.
ახალცხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო უმასპინძლებს.
გაიმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები; სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს უნიკალური დაცული ტერიტორიების ისტორიას და ვირტუალურად იმოგზაურონ საქართველოს ეროვნულ პარკებში.
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება. საზეიმო ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდება.