უკრაინასა და რუსეთს შორის, კიდევ ერთხელ, ტყვეთა გაცვლა შედგა.
მხარეებმა ერთმანეთს 303-303 სამხედრო პატიმარი გადასცეს. ტყვეთა გაცვლის მესამე ეტაპი საბოლოოა, სტამბულში, 16 მაისს მიღწეული, შეთანხმების ფარგლებში. მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინაში 1 000-1 000 სამხედრო პატიმრისა და სამოქალაქო პირის 3 ეტაპად, დაბრუნებას ითვალისწინებდა.
უკრაინის მიერ გათავისუფლებული სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.