ფოთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ქალაქში ერთიანი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც პატარებისთვის არაერთი საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი.
მოეწყობა გასართობი სივრცეები, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ნახონ. დღის ბოლოს გალა-კონცერტი გაიმართება.