საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში იმყოფება, ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. ამავე ცნობით, ის საელჩოში კონსულტაციებს მართავს. "კურიერი" ზურაბიშვილის პრეს-სამსახურს ესაუბრა, სადაც აცხადებენ, რომ მათ ინფორმაცია არ აქვთ.
პარტია ”ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუ თავად საელჩოს წარმომადგენელი განმარტავს, რა უნდა იქ სალომე
ზურაბიშვილს, რომელიც "არაფერს არ წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ ღრღნის საკუთარ ქვეყანას".
"იმ ფონზე, როდესაც ნაცმოძრაობა" მისი მიმართულებები, ლიდერები, არაერთი ადამიანი აღნიშნავს, რომ 26 მაისს ისინი არ მოერიდებიან არც ძალადობას, არც მსხვერპლს და ეს დაანონსებული აქვთ, მათ შორის, თავად ზურაბიშვილს. ამ ფონზე, რა უნდა სალომე ზურაბიშვილს შეერთებული შტატების საელჩოში, რა კონსულტაციები შეიძლება მიიღოს ზურაბიშვილმა შეერთებული შტატების საელჩოში. მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ თავად საელჩოს წარმომადგენელი განმარტავს, რა უნდა იქ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ ღრღნის საკუთარ ქვეყანას და ეს სურვილი საჯაროდ აქვს გაცხადებული. რომელსაც დაანონსებული აქვს ძალადობა და არ გამორიცხავს, მათ შორის, არც მსხვერპლს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.