პარტია "ლელო" გადაწყვეტილებას დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეუერთდეს, პრობლემურს უწოდებს.
პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ეს სადაზვერვო საქმიანობის კლებას გამოიწვევს, მაშინ როდესაც ქვეყნის წინაშე ბევრი პრობლემაა. გადაწყვეტილებას ლოგიკურს უწოდებს "ქართული ოცნება", სადაც განმარტავენ რომ ორი უწყების საქმიანობა ემთხვეოდა ერთმანეთს.
საქართველოს დაზვერვის სამსახური სუს-ის შემადგენლობაში 1-ლი ივლისიდან გადავა.
ამ დრომდე დაზვერვის სამსახური პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებულ, აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებას წარმოადგენდა.