"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" "ინოვაციური კომუნალური კომპანიების გლობალური კავშირის" წევრი გახდა. გადაწყვეტილება პარიზში გამართულ სამიტზე მიიღეს.
საერთაშორისო ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კომუნალური სერვისების კომპანიების ხელმძღვანელები და ინვესტორები დაესწრნენ.