21 ივნისი 2026,   07:33
ვრცლად
წმინდა პეტრეს მოედანზე ახალი პაპის კურთხევის საზეიმო ცერემონია დაწყებულია - ცერემონიას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად

წმინდა პეტრეს მოედანზე პაპის კურთხევის საზეიმო ცერემონია უკვე დაწყებულია. რომის ახალმა პაპმა, ლეო XIV, ავტომობილით მორწმუნეებთან მისალმების ცერემონიალი დაასრულა.

პაპის კურთხევის ოფიციალური ცერემონია სამი ეტაპისგან შედგება - პირველი, ეს არის პალიუმით შემოსვა, რომელიც თეთრი სამოსია და გამოხატავს პაპის სიმბოლოს.

ტრადიციის მიხედვით, რომის პაპს გადაეცემა მეთევზის ბეჭედი, რომელიც წმინდა პეტრეს გზის გაგრძელების სიმბოლოა. ამის შემდეგ კი პირველ საჯარო მესას აღავლენს.

კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი 8 მაისს აირჩიეს რომის პაპად, ის წლების განმავლობაში მსახურობდა პერუში. 2023 წლიდან გადავიდა ვატიკანში და მიიღო კარდინალის სტატუსი.

როგორც რომის ახალი პაპი აცხადებს, მისი პოლიტიკა იქნება მიმართული მსოფლიო მშვიდობისკენ და იმ პრობლემების აღმოფხვრისკენ, რომელიც სრულიად კათოლიკურ სამყაროს და მსოფლიოს აწუხებს.

ცნობისთვის, ვატიკანში რომის 267-ე პაპის ინაუგურაციის ცერემონია იმართება. წმინდა პეტრეს მოედანზე, 250 000-ზე მეტ მომლოცველსა და მსოფლიო ლიდერებს ელოდნენ. პრეზიდენტები, ვიცე-პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და მინისტრები, ყველაზე პატარა სახელმწიფოში, ყველა კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაურის, ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა. ვატიკანში, დელეგაციასთან ერთადაა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

ლეო მე-14, იგივე რობერტ ფრენსის პრევო, ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპია, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან უკვე ოფიციალურად შეუდგება. ინაუგურაციიდან სამი დღის შედეგ, ახალ პაპს პილიგრიმებთან ოფიციალური აუდიენცია ექნება. 

დღის ამბები