აშშ-ში, ნიუ-იორკში, მექსიკის საზღვაო ძალების იალქნებიანი გემი ბრუკლინის ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, Cuauhtémoc-ს რომელზეც 277 ადამიანი იმყოფებოდა, შაბათს ბორტზე დენი გაეთიშა, როდესაც კაპიტანი ბრუკლინის ხიდის მიმართულებით მანევრირებას ცდილობდა.
მედიის ინფორმაციით, გემის მაღალი ანძები ხიდს გამოედო, როდესაც ის კონსტრუქციის ქვეშ გადიოდა. ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, შეჯახების დროს ეკიპაჟის წევრები ანძებზე იდგენენ და გადმოვარდნენ.
ნიუ-იორკის მერმა შეჯახების შედეგად 2 ადამიანის დაღუპვა დაადასტურა. მან ასევე განმარტა, რომ დაშავებული 19 ადამიანიდან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
პოლიციის განცხადებით, მათი აზრით, შეჯახება გამოწვეული იყო "მექანიკური პრობლემებით" და ელექტროენერგიის გათიშვით.
ნიუ-იორკის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ Cuauhtémoc-მა სამივე ანძა დაკარგა. გემზე ეკიპაჟის ყველა წევრი იპოვეს და წყალში არავინ ჩავარდნილა.