20 აგვისტო 2026,   20:44
ვრცლად
"რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს ევროკავშირის ელჩი ამ ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს გულში, მით უფრო მეტად გააიგივებს ის ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან" - შალვა პაპუაშვილი აქტივისტების მარიამ ლაშხთან დაპირისპირებაზე

აქტივისტები - მაგდა მამუკაშვილი და თათია აფრიამაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მარიამ ლაშხს კვების ერთ-ერთ ობიექტში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. ლაშხი კვების ობიექტში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

ინციდენტს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

"რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს ევროკავშირის ელჩი ამ ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს გულში, მით უფრო მეტად გააიგივებს ის ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან", - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები