ქალაქ სენტ ლუისში ტორნადოს, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ს ინფორმაციით, დაახლოებით 100 000 ობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დაზიანდა 5 000-ზე მეტი შენობა.
მისურისა და ილინოისში, სულ მცირე, ექვსი ტორნადო დაფიქსირდა. ორ რაიონში, სადაც ყველაზე დიდი დაზიანება მოხდა, კომენდანტის საათი დაწესდა, რომელიც ადგილობრივი დროით 21:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.