ზუგდიდში დასრულდა 17 მაისის აღსანიშნად გამართული პარაკლისი, რომელიც ქალაქის მთავარ მოედანზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წარმომადგენლებმა ღვთისმშობლის მოზაიკურ ფრესკასთან აღავლინეს. სწორედ ეს იყო ბოლო ლოკაცია, სადაც მორწმუნეები მსვლელობით მივიდნენ.
ზუგდიდში მორწმუნეები სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩავიდნენ, რათა ერთად აღენიშნათ ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე.
მსვლელობა 13:300-ზე დაიწყო. მორწმუნეებმა გალობითა და სასულიერო ატრიბუტიკით მოიარეს ქალაქის მთავარი ქუჩა და შეიკრიბნენ თავისუფლების მოედანზე, სადაც პარაკლისი აღევლინა.