10 აგვისტო 2026,   09:30
ვრცლად
კახეთში, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღის აღსანიშნად ემზადებიან

კახეთში, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღის აღსანიშნად ემზადებიან. მოსახლეობა თელავში, ღვთისმშობლის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე სამშვიდობო პარაკლისი აღევლინება.

პარაკლისის შემდეგ, ქალაქის ქუჩებში ლიტანიობა დაიწყება, რომელიც ერეკლე მეფის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიასთან დასრულდება. ადგილზე უკვე მიმდინარეობს სცენის მონტაჟი, საიდანაც სასულიერო და საერო პირები სიტყვით მიმართავენ მოსახლეობას. 

"ეს არ არის მარტო ოჯახის შიგნით ურთიერთობათა სიწმინდის დაცვის დღე, ეს არის თვითონ სიწმინდეებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სიწმინდე, ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, რაც ქართველისთვის, ქრისტიანისთვის განსაკუთრებულ შინაარს ატარებს - ეს არის თავად ოჯახი, როგორც სიწმინდე. როგორც კი ქართველი, ქრისტიანი ადამიანი მოშლის ოჯახის, როგორც სიწმინდის ღირებულებას, მაშინვე საქმე წავა უკან. ამიტომ, საჭიროა, რომ დავიცვათ, საჭიროა, რომ ხმამაღლა ვთქვათ, ხმამაღლა ვასწავლოთ, რა არის ჩვენთვის ოჯახი, ოჯახური ერთობა, სახელმწიფოებრივი ერთობა, ეკლესიური ერთობა და ეს ყველაფერი ერთ პატარა სახელში - ოჯახის, როგორც სიწმინდის დაცვის ჩარჩოში შეგვიძლია მოვათავსოთ დღეს," - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ჭაბაშვილმა.

დღის ამბები