19 აგვისტო 2026,   09:17
ვრცლად
ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე - სამღვდელოება და მრევლი ხვალ ქვეყნის 10 დიდ ქალაქში შეიკრიბება

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე აღინიშნება. სამღვდელოება და მრევლი 10 დიდ ქალაქში შეიკრიბება.

თბილისში, 13:00 საათზე ქაშუეთის ტაძართან შეიკრიბებიან, გადაიხდიან პარაკლისს და 14:00 საათზე საზეიმო მსვლელობა სამების ტაძრისკენ გაიმართება. შეკრება იგეგმება თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და ზუგდიდში.

"მოგეხსენებათ, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ. მეტად სასიხარულო და მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ, რადგან ეს არის ღვთივკურთხეული ღირებულება, რომელიც არის საწინდარი ძლიერი სახელმწიფოსი და სწორედ ამიტომ არის, რომ მთელი ერი ერთიანდება ამის გარშემო და ხდება პარაკლისის გადახდა ქაშვეთის ტაძარში 14:00 საათზე, ხოლო შემდეგ იწყება ლოცვითი მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრამდე, სადაც სამადლობელი პარაკლისი იქნება გადახდილი. ეს არამხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს ყველა დიდ რეგიონში აღესრულება და უამრავი ადამიანი იღებს ამ სასიხარულო მოვლენაში მონაწილეობას," - აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი დეკანოზი იოანე გორელიშვილი.

დღის ამბები