აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დროებით დევნილ სტუდენტებს უმასპინძლა. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებისთვის სამინისტროს საქმიანობის გაცნობა, საჯარო სექტორში კარიერული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი პროფესიული განვითარებისთვის ხელშეწყობაა.
შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს სტაჟირებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.