ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესზე პოლიციელები იკითხებიან.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი საათია მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურას 7 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. ისინი პოლიციელები არიან და საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ. ბრალდებულების ნაწილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა.