21 აგვისტო 2026,   12:15
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის თავისივე სიტყვებს ახსენებს და დიპლომატს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებას ურჩევს

პარლამენტის თავმჯდომარის რჩევის ადრესატი ევროკავშირის ელჩია. შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის მისივე ნათქვამ სიტყვებს ახსენებს. დიპლომატმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა, თუმცა დღეს საკუთარი ნათქვამი ისევ დაივიწყა და პოლიტიკური კომპასი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე გაასწორა. შალვა პაპუაშვილი დიპლომატს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებას ურჩევს.

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი ევროპული გზის ნაწილი არ არის. დიპლომატი ამბობს, რომ ევროპული გზა დიალოგზე გადის - მაშინაც კი, როდესაც განსხვავებული პოზიციები არსებობს.

ევროკავშირის ელჩის განცხადება გაიზიარებს ოპოზიციურ პარტიებში. თქვეს, რომ პარტიების აკრძალვა პოლიტიკურ პროცესზე დადებითად არ აისახება. აქცენტს აკეთებენ დიალოგის მნიშვნელობაზეც.

დიპლომატის არადიპლომატიურ განცხადებას აფასებენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" ლიდერები ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. არგუმენტად მოჰყავთ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების მაგალითები, სადაც პოლიტიკური პარტიები აიკრძალა. "ქართული ოცნება" უკრაინაში აკრძალულ 10-ზე მეტ პარტიაზე აკეთებს აქცენტს, საუბრობენ მოლდოვის მაგალითზეც- ქვეყნის ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტია "შორი" არაკონსტიტუციურად ცნოს. იხსენებენ გერმანიის მაგალითსაც, სადაც მეორე ადგილზე გასულ ულტრამემარჯვენე პარტიას "ალტერნატივა გერმანიისთვის" კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა სამსახურმა ფედერალურ დონეზე მემარჯვენე ექსტრემისტული სტატუსი მიანიჭა.

ევროკავშირის ელჩმა პოლიტიკური განცხადებები პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გააკეთა.

დღის ამბები