21 ივნისი 2026,   08:44
ვრცლად
"ქურთისტანის მუშათა პარტია" საკუთარ ორგანიზაციულ სტრუქტურას გააუქმებს და თურქეთთან 40-წლიან შეიარაღებულ კონფლიქტს დაასრულებს

"ქურთისტანის მუშათა პარტიამ" ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - გააუქმოს, საკუთარი ორგანიზაციული სტრუქტურა და დაასრულოს თურქეთის სახელმწიფოსთან 40-წლიანი შეიარაღებული კონფლიქტი. განცხადება დღეს ჯგუფთან აფილირებულმა საინფორმაციო სააგენტო "ფირათმა" გაავრცელა.

27 თებერვალს მომხრეებს განიარაღებისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა პარტიის ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა. ის 1999 წლის შემდეგ თურქეთის ციხეში იმყოფება. მსგავსი მოწოდება ოჯალანმა 10 წლის წინაც გააკეთა.

მედიის ცნობით, "ქურთისტანის მუშათა პარტიის" შეკრება 5-7 მაისს ჩრდილოეთ ერაყში, ჩატარდა. ჯგუფი შეიარაღებულ აჯანყებას 1984 წლიდან ხელმძღვანელობდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტმა ათიათასობით სიცოცხლე შეიწირა. პარტია ტერორისტულ გაერთიანებად თურქეთისა და დასავლეთის ქვეყნების მიერაა აღიარებული.

დღის ამბები