ახალი სავაჭრო შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის - შვეიცარიაში მიღწეული ხელშეკრულების ზოგად დეტალებზე ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინოს მდივანმა ბრიფინგზე ისაუბრა.
სკოტ ბესენტის თქმით, მხარეებმა განიხილეს - თუ როგორ შეიძლება სავაჭრო ომში იმ დაძაბულობის შემცირება, რომელიც საფრთხეს უქმნის და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მსოფლიო ეკონომიკას.
მოლაპარაკებების დეტალები დღეს უნდა გასაჯაროვდეს.