ბათუმში, ძლიერი ქარის გამო გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები და ხეები.
პიაცას მოედანთან სამშენებლო ინვენტარის ჩამოშლის შედეგად დაშავებული ცოლ-ქმრის მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, ამ დროისთვის დენი სრულად ყველა აბონენტს მიეწოდება. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.