სამხედრო სამსახურში, 6 თვით გაწვეულმა წვევამდელებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს. ვაზიანის მე-4 და სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადებში, წვევამდელებს სამხედრო ბაზაზე ჩაუტარდათ მოქცევის ინსტრუქტაჟი, დაურიგდათ აღჭურვილობა და იმ ყაზარმებში განთავსდნენ, სადაც 8-კვირიანი კურსის განმავლობაში იცხოვრებენ. ისინი საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე, კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს გაივლიან.
8-კვირიანი კურსის დასრულების შემდეგ, წვევამდელები ფიცს დადებენ და სამხედრო სამსახურს საბრძოლო ქვედანაყოფებში ყოველდღიურად გაივლიან. მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 765 ლარი იქნება. ის პირები კი, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ, ხელფასზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.