რომის პაპს მსოფლიო ლიდერები ულოცავენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი პირველი ამერიკელი პაპია.
მილოცვას სოციალური ქსელით ავრცელებს საფრანგეთის პრეზიდენტიც. ემანუელ მაკრონი წერს, რომ ეს ისტორიული მომენტია კათოლიკური ეკლესიისა და მილიონობით მორწმუნისთვის.
ახალი პონტიფიკოსი მოლოცვებს იღებს იტალიიდანაც, პრემიერ-მინისტრი წერს, რომ კონფლიქტებითა და არეულობით სავსე დროში პაპის სიტყვები მშვიდობის, პასუხისმგებლობისკენ ძლიერი მოწოდებაა.
ლეო მეთოთხმეტეს მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმაც. ვოლოდიმირ ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ ვატიკანის სულიერი მხარდაჭერა გაგრძელდება უკრაინის მიმართ მიაღწიოს ხანგრძლივ მშვიდობას.
მილოცვას ავრცელებს ევროკომისიის პრეზიდენტიც. ურსულა ფონ დერ ლაიენა აქვს მოლოდინი, რომ ლეო მე-14 იქნება მსოფლიოსთვის მშვიდობისა და დიალოგისკენ სწრაფვის შთაგონება.