21 აგვისტო 2026,   14:10
ვრცლად
"ევროპის დღეს, ჩვენს საერთო ისტორიაზე ვფიქრობთ და მოუთმენლად ველით მომავალს, რომლის შექმნაც საქართველოსთან ერთად გვსურს" - პაველ ჰერჩინსკი

ევროპის დღესთან დაკავშირებით, პაველ ჰერჩინსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს. ღონისძიება ხვალ "ექსპო ჯორჯიაში" გაიმართება. დაგეგმილია არაერთი აქტივობა. ელჩი აცხადებს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს. ევროპის დღე ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება.

"ევროკავშირმა ამჟამინდელ 27 წევრ სახელმწიფოს მშვიდობა, დემოკრატია და კეთილდღეობა მოუტანა. ევროპის დღეს, ჩვენს საერთო ისტორიაზე ვფიქრობთ და მოუთმენლად ველით მომავალს, რომლის შექმნაც საქართველოსთან ერთად გვსურს. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს და მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას. ევროპის დღის აღსანიშნავად, ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად გეპატიჟებით," - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები