21 აგვისტო 2026,   22:18
ვრცლად
"ვიღაცა ადამიანის სადღაც ნათქვამს აქ ვერ შეგიფასებ. რაც შეეხება იმას, ვინ მოახერხა შეკრება და ვინ არა - თქვენ იმათ უნდა კითხოთ, ვისაც ჰქონდა დაგეგმილი აქცია" - გიორგი ბარამიძე

"მე ვერ ვიქნები თამაშის მონაწილე, რომელსაც არსაით მივყავართ" - წერს სოციალურ ქსელში აქტივისტი ნიკო მანაგაძე. ის აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ყრილობის პარალელურად უნდა გამართულიყო აქცია, თუმცა, მისივე თქმით, ბოლო მომენტში ყველამ უარი თქვა და გვერდზე გაიწია სხვადასხვა მიზეზით. "სადაც არ არის რეალური მოტივაცია და სწრაფვა ეფექტურობის და მძლავრი მოქმედების, მე ვერ ვიქნები თამაშის მონაწილე. ესაა მიზეზი იმისაც, რატომაც ვეღარ მხედავთ ბოლო პერიოდში აქტიურად საჯაროდ" - წერს მანაგაძე.

ნიკო მანაგაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი განცხადებას პოლიტიკური შეფასებების თემაა.

"ვიღაცა ადამიანის სადღაც ნათქვამს აქ ვერ შეგიფასებ. ხოლო რაც შეეხება ვინ მოახერხა შეკრება და ვინ არა - თქვენ იმათ უნდა კითხოთ, ვისაც ჰქონდა დაგეგმილი აქცია. მშვიდობიანი პროტესტი არ ჩაცხრება არავითარ შემთხვევაში. ეს პროტესტი, სხვადასხვა ფორმით, რა თქმა უნდა, ზოგჯერ მეტი, ზოგჯერ ნაკლები ადამიანით, აუცილებლად გაგრძელდება", - აცხადებს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე.

დღის ამბები