19 აგვისტო 2026,   06:10
ვრცლად
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 8 მაისს 14 საათით შეეზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

GWP-ის ინფორმაციით, 8 მაისს კომპანია ისნის რაიონში, დიდგორის და წულაძის ქუჩების კვეთაზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 8 მაისს 22:00 საათიდან 9 მაისის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში:

სოლომონ დოდაშვილის, წულაძის, ლერწმის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N1,2,3,4,5, (იგივე ჩოლოყაშვილის მე-2 კვარტალი) ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N 56, 58, ბერი გაბრიელ სალოსის 1, 2, 3 შესახვევს, ბერი გაბრიელ სალოსის 2 და 3 ჩიხს, შალვა დოლიძის, ზურა ქუქჩიშვილის (ივანე როსტომაშვილის), ჩოხელის, ქობელაშვილის, ბაქარაშვილის (თეთრიწყაროს შესახვევი), თეთრიწყაროს, ციხისძირის N 3, 5, 7, ბოგდან ხმელნიცკის N 1-57 (კენტებს), N 2-48 (ლუწებს), ნავთლუღის N10, დირსის დასახლებას, ნადირაშვილის, დიდგორის N 1-12, მამუკას შესახვევს, რუსუდანის შესახვევს, ივლეთის და ნარგიზის ქუჩებს, ნარგიზის ჩიხს.

დღის ამბები