19 აგვისტო 2026,   09:13
ვრცლად
"გალერია თბილისის" ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბომბის არსებობის შესახებ არანაირი ცნობა არ მიუღიათ - მოლიდან ევაკუაცია არ განხორციელებულა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოში ამერიკის შეერთებულმა შტატების საელჩომ გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ დიპლომატიურმა მისიამ სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.

კურიერი "გალერია თბილისის" მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება. მოლის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, მოქალაქეები, თავად "გალერია თბილისის" ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საფრთხის შესახებ არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ. "კურიერის" ხელთ არსებული ინფორმაციით, არცერთი მოლიდან მოქალაქეების ევაკუაცია არ მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ბომბების სავარაუდო არსებობის შესახებ აშშ-ის საელჩომ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა სავაჭრო ცენტრებიდან თავი შორს დაიჭირონ.

დღის ამბები