19 აგვისტო 2026,   08:58
ვრცლად
ჭიათურის მუნიციპალიტეტს ჩინეთის ელჩი ესტუმრა

ჭიათურის მუნიციპალიტეტს ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტუმრა. ჭიათურის მერმა ჩინელ დიპლომატს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.

ჩინეთის ელჩმა, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კაცხის სვეტი და ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.

დღის ამბები