10 აგვისტო 2026,   02:19
ვრცლად
რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი "ქართული" სრული ანშლაგით დაიხურა

რუსთავში, უამინდობის მოუხედავად, სრული ანშლაგით დაიხურა ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი "ქართული".

დასკვნითი ღონისძიება, ზვიად ბოლქვაძის და "რანინელების" კონცერტით დაიწყო და დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.

ფესტივალის გრანპრი, რუსთავის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "ჯავარმა" აიღო. პირველი და მეორე ადგილის მფლობელები, კი, "იბერი" და "კეღოშვილები" გახდნენ.

რუსთავის მერიის ფულადი ჯილდო, ათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ანსამბლებს გადაეცათ.

დღის ამბები