სამომავლო თანამშრომლობა, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება და ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს პოტენციალზე და იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში, მევენახეობა - მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის გაატარა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჯონ ბარკერი მრავალწლოვანი კულტურების სამეცნიერო კვლევით ცენტრს ესტუმრა. საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ქართული ვაზის კოლექცია დაათვალიერა და იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ქართული ღვინოც დააგემოვნა.
ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, ორგანიზაციის გენერალური მდივანი ღვინის მარნებსაც ეწვია, სადაც ქართული ღვინის დამზადების ტრადიციებსა და კულტურას გაეცნო. გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი მაგისთანებისთვის, როგორც ხარისხიანი პროდუქციის წარმოების, ასევე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრიც საქართველოცაა, 51 ქვეყანას აერთიანებს. 2020 წელს, ქართული ტექნოლოგიით დამზადებულმა ღვინომ OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე ადგილი დაიკავა.