21 ივნისი 2026,   06:35
ვრცლად
ბაიდენის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელმა 650 ათასი დოლარის მითვისება აღიარა

ბაიდენის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის ყოფილმა ანალიტიკოსმა, 2 წლის განმავლობაში 650,000 დოლაზე მეტის მითვისება აღიარა.

64 წლის ლევიტა ალმუეტე ფერერმა, უკანონოდ გამოუწერა 60-ზე მეტი ჩეკი საკუთარ თავს და კიდევ სამ მამაკაცს, ვისთანაც მას პირადი ურთიერთობა ჰქონდა. მას ხელმომწერი უფლებამოსილება ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე.

აშშ-ის პროკურატურის ცნობით, ფერერმა სახელმწიფო სახსრები 2022 წლის მარტიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში მოიპარა.

"მან დაბეჭდა და ხელი მოაწერა თითოეულ ჩეკს. შემდეგ, 63-ვე ჩეკი, საერთო ჯამში, 657,347,50 აშშ დოლარის ოდენობის, პირად საკონტროლო და შემნახველ ანგარიშებზე შეიტანა“, - ნათქვამია აშშ-ის პროკურატურის პრესრელიზში.

 

 

დღის ამბები