სამხრეთ აფრიკაში, ბრაკონიერებმა მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 100-ზე მეტი მარტორქა მოკლეს. მათი უმეტესობა ეროვნულ პარკებშია მოკლული. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის მინისტრმა, დიონ ჯორჯმა ეს მონაცემები ორშაბათს გამოაცხადა და განმარტა, რომ 1 იანვრიდან 31 მარტამდე მოკლული 103 მარტორქიდან, 65 ბრაკონიერების მიერ ეროვნულ პარკებშია მოკლული.
დღეში ერთზე მეტი მარტორქის მოკვლის საშუალო მაჩვენებელი შეესაბამება შარშანდელ მონაცემებს და "არის მკვეთრი შეხსენება ჩვენი ველური ბუნების დაუნდობელი საფრთხის შესახებ", - თქვა ჯორჯმა.
სამხრეთ აფრიკაში მარტორქის ყველაზე დიდი პოპულაცია ბინადრობს. კონსერვაციის ჯგუფების შეფასებით, სამხრეთ აფრიკაში 16,000-დან 18,000-მდე მარტორქა ბინადრობს. ეს მონაცემები შავ და თეთრ მარტორქებს მოიცავს.