აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან "ძალიან კარგი და ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი" ჰქონდა
დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომზე, სირიისა და ღაზის სექტორის შესახებ ისაუბრა.
"პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში პრეზიდენტ ერდოღანთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას, რათა დავასრულოთ უაზრო, მაგრამ სასტიკი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის - ახლავე!“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.