მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ეროვნულმა სეისმოლოგიურმა სამსახურმა (SSN) გაავრცელა.
მიწისძვრა ჩიაპასის შტატში, აკალას ქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით 28 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 02:28 საათზე მოხდა. ეპიცენტრი 269 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მიწისძვრის შედეგად შესაძლო მსხვერპლის, დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.