09 აგვისტო 2026,   23:03
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრმა გურიის პოლიციის დანაყოფების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო თათბირი გამართა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან. ვახტანგ გომელაურმა მოისმინა ინფორმაცია დანაშაულთან ბრძოლის და პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საუბარი შეეხო რეგიონში დანაშაულის სტატისტიკას და გახსნის მაჩვენებელს.

მინისტრმა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს დავალებები მისცა და მადლობა გადაუხადა გურიის რეგიონში, დიდთოვლობის დროს გაწეული სამუშაოსთვის. აქცენტი გაკეთდა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზეც.

დღის ამბები