21 ივნისი 2026,   06:34
ვრცლად
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა გაიმარჯვა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა გაიმარჯვა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 38 წლის ჯორჯე სიმიონმა ამომრჩეველთა ხმების 40%-ზე მეტი მოიპოვა. ეს მაჩვენებელი ეგზიტპოლის შედეგებს დაახლოებით ათი პროცენტით აღემატება.

მეორე ადგილზე გავიდა ბუქარესტის ლიბერალი მერი. ნიკუსორ დანმა, დაახლოებით, 21% აიღო. დანს მცირედით ჩამორჩა მმართველი კოალიციის კანდიდატი.

არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართება. ეს რუმინეთში ბოლო 6 თვეში უკვე მეორე საპრეზიდენტო არჩევნებია.

ნოემბერში კენჭისყრის პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუს გაიმარჯვა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ რუსეთის ჩარევის ბრალდებით, შედეგები გააუქმა. ჯორჯესკუს ბრალიც წაუყენეს ექვს დანაშაულში - მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.

დღის ამბები