21 ივნისი 2026,   08:44
ვრცლად
სამეფო ოჯახი დიდი შერიგების მოლოდინში - ოჯახთან ხუთწლიანი განშორების შემდეგ, პრინც ჰარის სასახლეში დაბრუნების სურვილი აქვს

სკანდალური დაპირისპირების და ოჯახთან ხუთწლიანი განშორების შემდეგ, პრინც ჰარის სურვილი აქვს სასახლეში დაბრუნდეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც პრინცს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება.

სამეფო ოჯახის წევრი ვარაუდობს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შესაძლოა ბრიტანეთში დაბრუნების პროცესიც კი გართულდეს. პრინცი ოჯახთან დაპირისპირების დეტალებზე კიდევ ერთხელ საუბრობს და ამბობს, რომ ამ მოვლენებს ორივე მხარისთვის მძიმე შედეგები მოაქვს.

რამდენიმეწლიანი უთანხმოების შემდეგ, მეფე ჩარლზს პრინცი ჰარი ბოლოს 2024 წლის თებერვალში შეხვდა, შეხვედრა დუმილით დასრულდა. სამეფო ოჯახში მიმდინარე პროცესების მიმართ დიდია საზოგადოების ინტერესიც.

სამეფო ოჯახის კულუარულ დეტალებზე ღიად პრინცი ჰარის და მეგან მარკლის საუბარი პირველად ოპრა უინფრისთან შედგა. სწორედ ეს ინტერვიუ იქცა დაპირისპირების მიზეზად.
როგორია მეფე ჩარლზის პოზიცია - ამის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. საერთაშორისო საზოგადოება კი უკვე აქტიურად განიხილავს, პრინცი ჰარის სამეფო ოჯახში დაბრუნების პერსპექტივას.

ავტორი: თიკო ლობჯანიძე

დღის ამბები