კანადაში ტყის ხანძრების სეზონი დაიწყო. ხელისუფლება მოსახლეობას გამაფრთხილებელ მესიჯს უგზავნის - უახლოესი დღეები ხანძრის მაღალ რისკს ატარებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფორტ სენტ ჯონის ჩრდილოეთით ტყის ხანძარი 56 ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა, ადგილზე გამოცხადდა ევაკუაციაც, მოქალაქეები სტიქიის ზონას ტოვებენ.