21 ივნისი 2026,   07:33
ვრცლად
გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ, პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. სადაზვერვო სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია გერმანიის კონსტიტუციური წყობის დაცვაზე, აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი "ინტენსიური და ყოვლისმომცველი" შესწავლის შემდეგ მიიღო.

გადაწყვეტილება სააგენტოს საშუალებას აძლევს, უკეთ გააკონტროლოს პარტია, რომელმაც ბუნდესტაგის არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა. მედია წერს, რომ ხელისუფლებას გაუადვილდება საიდუმლო მეთოდების გამოყენება პარტიის მონიტორინგისთვის.

"ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) კლასიფიცირდება, როგორც დადასტურებულად ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული პარტია, რადგან AfD ცხადად ახორციელებს მისწრაფებებს თავისუფალი და დემოკრატიული ძირითადი წესრიგის წინააღმდეგ. AfD მხარს უჭერს ეთნიკურ ხალხის კონცეფციას, რომლითაც ხდება მოსახლეობის ჯგუფების დისკრიმინაცია. მიგრაციული ფონის მქონე მოქალაქეები განიხილებიან, როგორც "მეორე ხარისხის გერმანელები". ეს აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსების გარანტიას, რომელიც გათვალისწინებულია ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) პირველ მუხლში. მათი ეთნონაციონალისტური დამოკიდებულება აისახება რასისტულ განცხადებებში, განსაზღვრავ. მე ეს არაერთხელ მითქვამს. პარტიის აკრძალვის პროცედურას, რიგი მიზეზების გამო, ძალიან მაღალი კონსტიტუციური ბარიერები აქვს. ეს არ უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ," - აცხადებს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფეზერი.

დღის ამბები