თბილისი უცხოელი ტურისტებისთვის საინტერესო ქალაქების სამეულში მოხვდა. ამის შესახებ ტურისტული პორტალი timeOut, სამოგზაურო ბრენდ Expedia-ს მიერ გამოქვეყნებულ ტენდენციებზე დაყრდნობით წერს, სადაც 2025 წლის ზაფხულის გატარების მსურველთა ინტერესებია შეჯამებული.
სამოგზაურო ბრენდმა Expedia-მ, საკუთარ პლატფორმაზე დაყრნობით, წლევანდელი მოგზაურობის ტენდენციები გამოაქვეყნა, რომელიც 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მარტის ჩართვლით, ზაფხულის ჯავშნების სტატისტიკას წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ადარებს.
სტატისტიკის მიხედვით, თბილისი მსოფლიოს ქალაქებს შორის მესამე მოთხოვნადი სამოგზაურო მიმართულებაა. Expedia-ს მონაცემებით, მეორე ადგილზეა ბაზელი, პირველ ადგილზე კი ციურიხი.