09 ივნისი 2026,   01:45
ვრცლად
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

შს უწყების ცნობით, 1976 წელს დაბადებული ქ.შ.-ს, 1977 წელს დაბადებული ვ.კ.-ს და წარსულში ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ 1976 წელს დაბადებულ ი.ჟ.-ს ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" და "ალფა-პვპ" ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, ასევე, 19-260-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით მიმდინარეობს," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები