ჰესლინკის კომისიის აპარატის უფროსს და პოლიტიკურ მრჩეველს, პოლ მასაროს რუსმა პრანკერებმა დაურეკეს. ისინი მასაროს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილის სახელით გაეცნენ და ესაუბრნენ USAID-ისა და NED-ის დახურვაზე, ასევე, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ჯო უილსონის მრჩეველს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა საქართველოში მაიდნის მსგავსი სცენარის მოწყობა, რაზეც პოლ მასარო პასუხობს, რომ ეს ჯერ კიდევ შეიძლება მოხდეს და საქართველოს შემთხვევაში ისინი დიდ ძალისხმევას აწარმოებენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები გაკეთდა. როგორც "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, ჯო უილსონის მრჩევლის ჭკუაზე ქვეყანაში არაფერი წყდება და მას დემონსტრაციებსა თუ სხვა საკითხებზე არავითარი გავლენა არ აქვს.
"ღრმა პატივისცემით, მაგრამ ჯო უილსონის მრჩევლის ჭკუაზე ამ ქვეყანაში არც არაფერი არ მოწყობილა, არც მოეწყობა და არც ახლა აქვს მას არავითარი გავლენა არც ჩვენზე და არც დემონსტრაციებზე.
ამ ქვეყანაში არეულობა, დაპირისპირება ნამდვილად არ სურს ოპოზიციას. აქ პროცესის წარმმართველები ვართ ჩვენ, თითოეული ჩვენგანი, თითოეული დემონსტრანტი," - აღნიშნა ლევან სანიკიძემ.