19 აგვისტო 2026,   08:56
ვრცლად
სამუშაო ადგილებზე საწარმოო უბედური შემთხვევების ინციდენტების რაოდენობა შემცირებულია - შრომის ინსპექცია სტატისტიკას აქვეყნებს

შრომის ინსპექციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს სამუშაო ადგილებზე საწარმოო უბედური შემთხვევების ინციდენტების რაოდენობა, 2023 წელთან შედარებით, 23%-ით, მძიმედ დაშავებულ დასაქმებულთა რაოდენობა კი 22%-ით არის შემცირებული. ასევე შემცირებულია ადმინისტრაციული ჯარიმების რაოდენობაც. უწყებაში აცხადებენ, რომ შრომის უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესდა და სახელმწიფო ზედამხედველობა უფრო გააქტიურდა.

გასულ წელს შრომის ინსპექციამ სამუშაო ობიექტებზე 3 201 ინსპექტირება ჩაატარა. ინსპექტირების მთავარი მიზანი შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა და სამუშაო სივრცეში არსებული რისკების გამოვლენაა. დასაქმებულებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, პრევენციული ზომების გაძლიერება და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა დამსაქმებლის პასუხისმგებლობაა.

სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტად ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა სახელდება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად, მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა.

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღე 28 აპრილს აღინიშნება. უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, ყოველწლიურად, შრომის ინსპექციის სამსახური არაერთ ინსპექტირებების სამუშაოებს ასრულებს.

ავტორი: სიმონ შანავა. 

დღის ამბები