21 ივნისი 2026,   09:41
ვრცლად
"წააგე, იდიოტო" - ბრაზილიაში ქალს, ქანდაკებაზე ტუჩსაცხით წარწერის გაკეთებისთვის, 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბრაზილიაში ქალს, ქანდაკებაზე ტუჩსაცხით წარწერის გაკეთებისთვის, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 29 წლის ქალი სასამართლომ დამნაშავედ არა მარტო ვანდალიზმში, არამედ გადატრიალების მცდელობასა და დემოკრატიული წესრიგის ხელყოფაში ცნო.

ბრალდებული დებორა როდრიგესი, 2023 წელს, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის არჩევნებში დამარცხების შემდგომ, არეულობაში მონაწილეობდა, სადაც ბოლსონარუს მხარდამჭერები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ.

წარწერა ქანდაკებაზე იკითხება როგორც - "წააგე, იდიოტო".

დღის ამბები