კანადაში, ფესტივალზე შეკრებილ ხალხს მანქანამ გადაუარა - დაღუპულია 9 ადამიანი, მათ შორის არის მცირეწლოვანი ბავშვიც. დაშავებულების რიცხვი ამ დრომდე ზუსტდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ყოველწლიურ ფილიპინურ ფესტივალზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულია მანქანის მძღოლი. ის 30 წლის ადგილობრივი მცხოვრებია. დანაშაულის მოტივის დადგენის მიზნით, გამოძიება გრძელდება.
"გამოძიების დასრულებამდე დეტალების დაკონკრეტება უსამართლო იქნება. ის, რაც დანამდვილებით ვიცით, არის, რომ ტრაგედია 8:14 საათზე მოხდა. ეჭვმიტანილმა ღონისძიებაზე შეკრებილ ხალხს მანქანით გადაუარა. მძღოლი ფესტივალის დამსწრეებმა ადგილზევე შეაკავეს და შემდგომ ჩვენ გადმოგვცეს. ახლა ეჭვმიტანილს პოლიცია აკონტროლებს. ყველა დაშავებული მიიღებს საჭირო სამედიცინო დახმარებას. სრულყოფილ გამოძიებას ვანკუვერის პოლიციის დეპარტამენტი ატარებს. დაზუსტებით გავიგებთ, თუ რა მოხდა ამ საღამოს, აქ", - განაცხადა პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა.