უკრაინაში ომი გრძელდება - კურსკის რეგიონში მოსკოვი სრულ გამარჯვებას აცხადებს, კიევი კი კრემლის განცხადებას უარყოფს. აგრესორი სახელმწიფოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მათ კურსკის რეგიონზე სრული კონტროლი დაიბრუნეს.
გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის თქმით, პარასკევს რუსეთის არმიამ დაიბრუნა კონტროლი ბოლო დასახლებაზე, რომელიც უკრაინული ძალების ხელში იყო.
კონფლიქტის ზონაში სიტუაცია კვლავ დაძაბულია და საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.