სამხრეთ ირანში, შაჰიდ-რაჯაის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. Reuters-ის ინფორმაციით, დაშავებულია 700-ზე მეტი.
ვრცელდება ინფორმაცია აფეთქების სავარაუდო მიზეზის შესახებ - მედია, ირანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, სარაკეტო საწვავში გამოყენებული ნივთიერების შესახებ წერს, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.