რუსთავის მე-4 და 26-ე საჯარო სკოლებში ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ ცრუ შეტყობინებები შევიდა.
შენობებში ბომბის არსებობის შესახებ გზავნილები საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მეილზე მიიღეს.
შეწყდა სასწავლო პროცესი და განხორციელდა ევაკუაცია. ადგილზე იმყოფებოდნენ კინოლოგები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფები.