ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. დაწესებულებები ვალდებული იქნებიან დაასახელონ უცხოური დაფინანსების წყაროები. გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ჯიმ რიში - "ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს, თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის?" - განაცხადა სენატორმა.
შტატებში მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ საქართველო და ამერიკის ინსტიტუტების შედარება არარელევანტურია.
"ამერიკული სამართალი, ამერიკული სასამართლო და ამერიკული დემოკრატიული ინსტიტუტები არ გვაქვს საქართველოში, ამიტომ შედარება იმდენად არარელევანტურია, როგორც რუსულ კანონზე ამერიკულს ამტკიცებდნენ და ვერ დაამტკიცეს, დაახლოებით იგივე ამბავია აქაც," - აღნიშნა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა თეონა აქუბარდიამ.
"ამერიკის მოქალაქეები გაცილებით მეტი სიკეთით სარგებლობენ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ დავკავდეთ და დავინტერესდეთ ქართული პოლიტიკით იმისთვის, რომ საქართველოს ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს ხალხზე", - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.