21 ივნისი 2026,   09:41
ვრცლად
"ქაშმირის დაპირისპირებამ, შესაძლოა, სრულმასშტაბიან ომამდე მიგვიყვანოს" - პაკისტანის თავდაცვის მინისტრი

ქაშმირის დაპირისპირებამ, შესაძლოა, სრულმასშტაბიან ომამდე მიგვიყვანოს - ამის შესახებ პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა გამოცემა "სქაი ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო უნდა შეშფოთდეს ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის სრულმასშტაბიანი კონფლიქტის პერსპექტივით, თუმცა აღნიშნა, რომ დაპირისპირების მოლაპარაკებების გზით დასრულების იმედი აქვს.

ინდოეთი პაკისტანის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. ქაშმირში ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ინდოეთმა პაკისტანთან მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტიც დახურა.

დელიმ ისლამაბადს მოსთხოვა შეწყვიტოს "სასაზღვრო ზონაში ტერორიზმის მხარდაჭერა". ამას კატეგორიულად უარყოფს პაკისტანი, რომელმაც ინდოეთის მოქალაქეების ვიზები გააუქმა. დახურა საჰაერო სივრცე ინდოეთის ავიახაზებისთვის და მეზობელ სახელმწიფოსთან ვაჭრობა შეაჩერა.

დღის ამბები